ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ვახო ფიცხელაურის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ვახო ფიცხელაურის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, ვახო ფიცხელაურის ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაკავებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას.
როგორც გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა, ბრალის წარდგენა დღეს, ან ხვალ იქნება.
„ვიყავი უკვე იზოლატორში. უშუალოდ დაკავებისას, როგორც მინიმუმ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას. ვახო არ იცნობს სხვა პიროვნებებს, როგორ თავად მითხრა. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დაზუსტებით არ ვიცი, დღეს ან ხვალ იქნება”, - აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავეს, ორი კი ჯერჯერობით მიმალვაში იმყოფება.
უწყების ცნობით, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.