ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 ოპოზიციური ძალა გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის

4 ოპოზიციური ძალა გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის

სამი ოპოზიციური კოალიცია და ერთი პარტია ოპოზიციის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის, რომელიც დღეიდან, 5 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ამის შესახებ მათ დღეს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომელსაც „ერთობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, ოპოზიციის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრი საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან.
„მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკანონოდ დაკავებულ ყველა ადამიანს, რომლებიც უკანონოდ არიან გატაცებული. უკვე იმდენი ადამიანია დაკავებული, რომ მათ თბილისშიც ვეღარ ატევენ და მიჰყავთ რეგიონებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს უკანონო რეჟიმი საკუთარი ლპობის ფინალურ სტადიაზეა. ის ფაქტი, რომ ისინი ასე იქცევიან, ადასტურებს იმას, რომ მათ გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, აღარ დარჩათ სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.