ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 მაისს მიუსაფარი ცხოველებისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

4 მაისს მიუსაფარი ცხოველებისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

4 მაისს, Love Bar-ში, სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც მთავარი გმირები ჩვენი უსახლკარო ოთხფეხა მეგობრები იქნებიან.
ერთი ცხოველის გადარჩენით სამყაროს ვერ შევცვლით, მაგრამ იმ ერთი ცხოველისთვის ნამდვილად შეგვიძლია სამყარო სრულიად შევცვალოთ.
ღონისძიებაზე შეგეძლება შეიძინო ქართველი არტისტების შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, დატკბე კარგი მუსიკით, გასცე და მიიღო ზღვა სიყვარული. თანხა სრულად მოხმარდება მიუსაფარი ოთხფეხა მეგობრების მკურნალობასა და გამოკვებას.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან Pet Rescue Georgia • ცხოველთა გადარჩენა საქართველოში და LoveBar.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.