ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 ივნისს BTU, Emerging Europe-თან ერთად, მასშტაბურ ონლაინ ღონისძიებას უმასპინძლებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, დიდ ბრიტანეთის Emerging Europe-თან ერთად, 4 ივნისს მასშტაბურ ონლაინ ღონისძიებას, “საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: აქცენტები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე” მასპინძლობს.
შეხვედრა დაეთმობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და იმ საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ ინოვაციურ პროგრამებს, რომელიც ამ პროცესის ეფექტიანად განხორციელებას ემსახურება. ღონისძიებას გახსნიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ენუქიძე და Emerging Europe-ის დამფუძნებელი პარტნიორი - ენდრიუ ვრობელი.
განათლების, კვლევებისა და ინოვაციების პანელური დისკუსიების ფარგლებში წამყვანი ევროპელი და ქართველი ექსპერტები მრავალფეროვან საკითხებს განიხილავენ; მათ შორის: საერთაშორისო ინიციატივებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულებით, რა აქტივობები ხორციელდება ევროპულ სამეცნიერო ეკოსისტემაში, რა ტიპის თანამშრომლობაა ყველაზე ეფექტური, საქართველოს პარალელურად, როგორია ევროპული ქვეყნების პოტენციალი და შესაძლებლობები, რა დამატებითი ღირებულების მოტანა შეუძლია ევროპულ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ საქართველოს მზადყოფნაზე და სამომავლო პერსპექტივებზე სხვადასხვა ევროპულ ინიციატივებსა და ქსელებში ჩართვის შესახებ.
(R)

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.