37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია – გიორგი აბდალაძე

37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია – გიორგი აბდალაძე
ფეისბუქზე ვიღაცები სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც – აი 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მითუმეტეს სამშობლოს ღალატი, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.
აბდალაძემ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა.
„დღევანდელ დღეს, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ყოველთვის მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში დღეს ჩათვალეთ, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა, საპატიმროშიც და ისეც. ამისთვის მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…