დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვის შემდეგ კვლავ გაიმართა ტრადიციული „შაბათის მარში“, ამჯერადაც ავლაბრიდან კანცელარიამდე. ეს რიგით 35-ე „შაბათის მარშია“, რუსთაველის გადაკეტვის შემდეგ კი მეოთხე.
„შაბათის მარშის“ შესახებ
ყოველკვირეული მსვლელობა, რომელიც ყოველ შაბათს იმართება 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროტესტის გაგრძელებაა, რომელმაც ფორმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვით თავისუფლების შემზღუდველი კანონების შემდეგ იცვალა.
1,5 წლის წინ ირაკლი კობახიძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, თქვა, რომ ხელისუფლებაში მყოფი გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს. ხალხმრავალი პროტესტი სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა – შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრაციების დასაშლელად იყენებდა სპეციალურ საშუალებებს. პოლიციამ, კამერების წინ, იძალადა არაერთ ჟურნალისტსა და დემონსტრანტზე. ძალადობის ბრალდებით მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „ფორმულამ“ მათი იდენტიფიცირება შეძლო.
აქციების დაშლის დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც.




