345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს 2025 წლის 9 თვეში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ 9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041 დაშავდა. დაღუპულთაგან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, 35 – ბავშვი.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების 26%, ანუ 1990 შემთხვევა, თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 73-ია.
რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო აჭარაში, სადაც 499 ავარიას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, ქვეითად მოსიარულეზე [1385 შემთხვევა, 112 გარდაცვლილი, 1246 დაშავებული] ავტომობილის შეჯახების შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას მოტოციკლის მონაწილეობით [ 748 შემთხვევა, 20 გარდაცვლილი, 713 დაშავებული].
ოფიციალური სტატისტიკით, ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლები უფრო ხშირად ხდებიან კაცები, ვიდრე ქალები – 2025 წლის პირველ 9 თვეში ავარიებში დაიღუპა 271 კაცი და 74 ქალი.
ევროკავშირის ქვეყნებში მილიონ მოსახლეზე საშუალოდ 44 გარდაცვლილი მოდის, საქართველოში – 129, ანუ სამჯერ მეტი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო