33 მეზღვაური დაკარგულად ითვლება ყირიმში რუსული გემის ჩაძირვის შემდეგ – მედია

სულ მცირე 33 მეზღვაური დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტში რუსული სადესანტო ხომალდი, „ნოვოჩერკასკი“ ჩაძირეს, წერს „მედუზა“ ტელეგრამ-არხ „ასტრაზე“ დაყრდნობით.
მედიის ცნობით, აფეთქებისას გემზე 77 მეზღვაური იმყოფებოდა. დაკარგულების გარდა, ცნობილია 19 დაჭრილზეც. ოფიციალურად, მომხდარის შედეგად დაღუპულთა რიცხვი არ დასახელებულა, თუმცა ამ ინფორმაციის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაიღუპა 25 მეზღვაური.
დაბომბვის მომენტში ხომალდზე სამხედროების ყოფნის შესახებ აგრეთვე წერდნენ გამოცემა „აგენტსტვო“ და ტელეგრამ-არხი „ვჩკ-ოგპუ“.
რუსული მხარის განცხადებით, ხომალდი დაზიანდა მაშინ, როცა უკრაინელთა იერიშს იგერიებდა. თუმცა შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ გემი თითქმის მთლიანად ჩაიძირა. ასევე, ნაწილობრივ ჩაიძირა მასთან ახლოს გაჩერებული მეორე ხომალდი.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს