ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

32 წლის კაცს 15 წლის გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველის ცნობით, დაკავებულია 32 წლის კაცი, რომელსაც შვილის მეგობარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 15 წლის მოზარდი ამტკიცებს, რომ კლასელის მამა სექსუალური ძალადობის გარდა, მას ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასაც აიძულებდა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ მოზარდმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.
ეს ბავშვი მე დამიკავშირდა, სოციალურად დაუცველი იყო, უჭირდა, ამბობდა, დედაჩემი საჭმელს არ მაჭმევსო, სკოლისთვის ჩასაცმელი არ ჰქონდა. შესაბამისად, დავეხმარე. გულჩათხრობილი ბავშვი იყო, არაფერს გვეუბნებოდა. დედაჩემის თანხმობით რჩებოდა ჩვენთან. რამდენიმე დღის წინ, პოლიცია შემოვიდა ჩვენს საცხოვრებელში, მოსაწევს ვეძებთო. სამმართველოში რომ მივედით, ჩემი მეუღლის დაკითხვა რომ დასრულდა, იქ მითხრეს, რომ დაკავცებული იყო გაუპატიურების მუხლით. არ ვიცი, რატომ გააკეთა ამ ბავშვმა. ჩამს მეუღლეში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ”- ამბობს დაკავებულის ცოლი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.