ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – რა მოხდა ბათუმში

ბათუმში კლინიკა “ბაუს” რეანიმაციულ განყოფილებაში 31 წლის ქალი გარდაიცვალა – ირკვევა, რომ ახალგაზრდა კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, 31 წლის ქალს საკეისრო კვეთა სხვა კლინიკაში ჩაუტარდა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა, თუმცა მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახი ამ დროისთვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 31 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “აჭარათაიმსმა” გაავრცელა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.