ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

3000%-ით გაძვირებული მედიკამენტების რეალური ფასი - ჯანდაცვის სამინისტრო დაჯარიმებული იმპორტიორი კომპანიების მედიკამენტების დღეს არსებულ ფასს აქვეყნებს

3000%-ით გაძვირებული მედიკამენტების რეალური ფასი - ჯანდაცვის სამინისტრო დაჯარიმებული იმპორტიორი კომპანიების მედიკამენტების დღეს არსებულ ფასს აქვეყნებს

ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს იმ მედიკამენტების ფასებს, რომლებთან დაკავშირებითაც კონკურენციის სააგენტომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და 4 იმპორტიორი კომპანია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხით დააჯარიმა.
ეს კომპანიებია: „გლობალ ცბს“, „კონცეპტ ფარმა“, „რიჩ გრუპი“ და „გეა“. დარღვევა, რომელსაც მათ კონკურენციის სააგენტო ედავება (კერძოდ კი ჭარბი ფასნამატი), 2021-2023 წლებს, ანუ იმ პერიოდს მოიცავს, როცა დასახელებულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა. დღეს რეფერენტული ფასები ამოქმედებულია და, შესაბამისად, ამ მედიკამენტების ღირებულებაც შემცირებულია.
როგორი იყო ფასები იმ პერიოდში, რომელიც კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა და როგორ შეიცვალა ისინი რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ - გრაფიკულ მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.