“300 000 კაცი გამოდის და 10 000-მდე ემიგრანტი ჩამოდის… ერთი გასროლის გარეშე გადმოსძახებს “ვივამედიდან” – “მოდელირებული ქრონიკა” – მეგი გოცირიძე

მოდელირებული ქრონიკა…. ჩვენი დროის კუდის თანამშრომელი გარდაიცვალა, რომელიც ერთ-ერთ დეპარტამენტს კურირებდა და დაკრძალვაზე ვარ რაიონში , სადაც კუდის, სოდის , მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლები არიან მრავლად და ახლანდელ სუსელებად რომ მუშაობენ, ისეთები….ორ-ორად, სამ-სამად არიან დაყოფილნი და ყველა 4 ოქტომბერზე საუბრობს ზოგი იმედიანად, ზოგიც უიმედოდ და აქედან , სადღაც 30% ძველი სახეა, ერთმა ძველმა და ამჟამად მოქმედმა მითხრა, ოქტომბერში თუ არაფერი გამოვიდა, ნოემბრის ბოლოს კალაძეს დაიჭერს მდინარაძე , გადაწყვეტილი აქვს ბიძინას , ახალ საპარლამენტოს დანიშნავს , საპარლამენტო უმრავლესობა ჩანაწერს ამოიღებს კონსტიტუციიდან და მშვიდობით ევროპა , ჩვენ რა ინფოსაც ვფლობთ, თქვენი აცურებისა თუ მოცურებისა რა გითხრა, მაგრამ კალაძე რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოცურდება ასეც და ისეც, მასზე უკეთ არავინ იცის და ნებისმიერ შემთხვევაში გასაქცევად ემზადება , დამრბევებს ვერ აგროვებენ, კანდელაკის ტიტუშკების 90%-მა უარი თქვა, ხარება მეთქი ვკითხე და ვინც თანხმდება, მათ დიდ ნაწილს არ ენდობიან, შეიძლება შემოგიტიონ რომ გაიქცეთ და წიხლიც მოგაყოლონ და რეზინის ტყვიაც, მაგრამ დაიმახსოვრე, შეტევას თუ საპასუხოდ შეუტევთ , ოღონდ ცარიელი ხელებით, უბრალოდ უნდა დაიძრათ მშვიდობიანად ნიღბიანების მიმართულებით, მანდ დასრულდება ყველაფერი და აბა , თქვენ იცით, ჩვენი ინფორმაციით, დაახ. 300 000 კაცი გამოდის და 10 000-მდე ემიგრანტი ჩამოდის, სამასი ათასი 3-4 ლოკაციაზე გადანაწილდება და ერთი გასროლის გარეშე, ვივამედიდან გადმოსძახებს :” ბიძინა გაიქცა, საქართველო თავისუფალია” -ბევრი სუსელისა თუ ჩინოვნიკის შვილი იქნება იქ და როგორ ფიქრობ, მათ რომ შეეხონ, რა ატყდება უწყებებში? ჰოდა, აბა თქვენ იცით, რაც მთავარია , რობოკოპების წინ არ იბოდიალოთ და მორალი არ უკითხოთ, აზრი არ აქვს, ნერვებზე ნუ აშლით, დააიგნორეთ და თუ გაბედეს ვინმეს მოტაცება , მაშინვე მშვიდობიანად , ხელებაწეულები დაიძარით მათი მიმართულებით და უკან რომ წავლენ, ბევრი აცურდება , დაეცემა, ერთმანეთს გადაჯეგავენ და არცერთ ძირს დაცემულ რობოკოპს არ შეეხოთ, ძალიან მშვიდად ჩამოხსენით ნიღაბი სათითაოდ ყველას ვინც ხელში ჩაგივარდებათ და ეგრევე დაგნებდებათ, აღიარებით ჩვენებას მოგცემთ კამერების წინ და თქვნსკენ გადმოვა….

ასევე დაგაინტერესებთ