ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
„ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.