არქივი1 დეკემბერი, 2025, 22:57
3-7 დეკემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდონარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 3 დეკემბრის 09:00სთ-დან 7 დეკემბრის 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.