არქივი1 დეკემბერი, 2023, 12:55
3-5 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 საათიდან 5 დეკემბრის 21:00 საათამდე.
ამ პერიოდის განმავლობაში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43, ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გავლით.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.