29-30 ნოემბრის ღამეს, აქციაზე დაშავებული 40 ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში – ჯანდაცვის სამინისტრო

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.
აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების – 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს – 2 წარმომადგენელია.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი, მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, გარდა კლინიკაში გადაყვანილი მოქალაქეებისა, რუსთაველის გამზირზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ აქციის სხვა მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.
არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის

თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს