ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

საქართველოს U17 და U19 ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი - ზურაბ გელაშვილი, 29 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
ყოფილი ფეხბურთელი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, რომელიც 22 აგვისტოს, ღამის პირველ საათზე ბორჯომში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ, რის შემდეგაც 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ზურაბ გელაშვილი სხვადასხვა დროს ქუთაისის "ტორპედოს", რუსთავის "მეტალურგის", გურიის "საპოვნელას" "ზუგდიდისა" და "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა.
იგი ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო - მან U17 და U19 ნაკრებებში ჯამში 9 მატჩი ჩაატარა, მაშინ როდესაც 17 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი დევდარიანი, ხოლო U19 ნაკრების მწვრთნელი - გია ცეცაძე იყო, გელაშვილმა ფეხბურთელის კარიერა 2024 წელს დაასრულა.
Sportall.ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
"ზუგდიდმა" ყირგიზი ლეგიონერი დაიმატა და რუსს ელის
ქუთაისის "ტორპედო": ტუღუში დაბრუნდა, მარკოზაშვილი და გელაშვილი წავიდნენ
მეტალურგი-სტუ 1:0 - რუსთავიდან წასულებს ერთიც დაემატა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.