ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

29 ივნისის ჩათვლით თბილისი – თელ-ავივი – თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია - „ჯორჯიან ეარვეისი“

29 ივნისის ჩათვლით თბილისი – თელ-ავივი – თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია - „ჯორჯიან ეარვეისი“

29 ივნისის ჩათვლით თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული.
კომპანიის ცნობით, მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ავიაკომპანია სთავაზობს ბილეთების გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.
„ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
„ჯორჯიან ეარვეისი“, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.