ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი!“ – ზურაბ ქადაგიძე

საკრებულოს დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:
„29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, გავარღვიეთ 30 წლიანი ჩაკეტილი წრე და ვირჩევთ ახალ გზას – ილია ჭავჭავაძის გზას, მერაბისა და ზვიადის ნანატრ გზას, ეროვნული თვითმყოფადობის გზას, რომელსაც რწმენით, ქართული ენის გაფრთხილებითა და მამულისათვის თავდადებით ვაშენებთ! ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოს!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.