პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

28 წლის განმავლობაში პირველად მაიამის მერი „დემოკრატი“ გახდა

28 წლის განმავლობაში პირველად მაიამის მერი „დემოკრატი“ გახდა

28 წლის განმავლობაში პირველად მაიამის მერი „დემოკრატი“ გახდა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მაიამის მერის არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ეილინ ჰიგინსმა ხმების 60% დააგროვა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, ემილიო გონსალესი დაამარცხა.
შედეგების გამოცხადების შემდეგ ჰიგინსმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ „მაიამიმ ახალი კურსი აირჩია“.
„თქვენ ქაოსის ნაცვლად კომპეტენცია და შედეგები აირჩიეთ. თქვენ ქალაქის მმართველობა აირჩიეთ, რომელიც ბოლოს და ბოლოს თქვენთვის იმუშავებს“, - აღნიშნა ჰიგინსმა.
61 წლის ეილინ ჰიგინსი მაიამის ისტორიაში პირველი ქალი მერი გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.