28 ივლისს ნარდში "საქართველოს ჩემპიონატი 2024" მე-8 ტურის მატჩები გაიმართა
28 ივლისს ნარდში "საქართველოს ჩემპიონატი 2024" მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული ედიშერ თაკვარელია გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური ალექსანდრე ყაშაშვილმა მოიგო.
პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული:
I ადგილი - ედიშერ თაკვარელია
II ადგილი -იოსებ მენაბდიშვილი
III ადგილი - ალეკო მანაშვილი
IV ადგილი - კახა ალთუნაშვილი
V-VIII ადგილი - ნათია არჯევანიძე
V-VIII ადგილი - რამაზ უკლება
V-VIII ადგილი - ლევან ქარელი
V-VIII ადგილი - კახა გოგოლაძე
პირველი ლიგის საპრიზო ხუთეული:
I ადგილი - ალექსანდრე ყაშაშვილი
II ადგილი - კარლო
ბარდაველიძე
III ადგილი - ალექსანდრე ჩაჩანიძე
IV ადგილი - თამარ ფულარია
V-VIII ადგილი - მალხაზ თოფურია
V-VIII ადგილი - დავით შოშიაშვილი
V-VIII ადგილი - ამირან გელაშვილი
V-VIII ადგილი - ტარიელ ჭონიაშვილი
ამ პერიოდისთვის პროლიგაში სატურნირო ცხრილს ბაქარ მათიკაშვილი 590 ქულით ლიდერობს, მეორეა - ედიშერ თაკვარელია 565 ქულა, მესამეზე - ალეკო მანაშვილი 563 ქულა.
პირველი ლიგის სატურნირო ცხრილს ალექსანდრე ჩაჩანიძე 595 ქულით ლიდერობს, მეორეა - თამარ ფულარია 500 ქულა, მესამეზე - სერგო საბაშვილი 360 ქულა.
საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტური 8 სექტემბერს გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2024-ის პარტნიორები არიან - მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სასტუმრო "კოსტე", გაზეთი "ლელო", "მსოფლიო სპორტი".
კონტაქტი: 598 808 807
geonardi.com
სსნფ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.