ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

27 ქვეყნის ელჩის პირველი შეხვედრა EU-ს გაფართოების საკითხზე | ორბანის მუქარა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ

მნიშველოვანი გადაწყვეტილება, რომელიც 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვიქტორ ორბანის მუქარა ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, უკაინისა და მოლდოვის საკითხი ამ ეტაპზე ღიად რჩება. დღეს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე პირველი განხილვა 27 წევრი ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა გამართეს.
ცნობილია, რომ მოლაპარაკებებმა რთულ და მძიმე ვითარებაში ჩაიარა, მიზეზი კვლავ უნგრეთის პრემიერის განაცხადია. სირთულეებისა და ახალი გამოწვევების მიუხედავად "ოცნების" ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სტატუსი იქნება და ვიქტორ ორბანის შანტაჟის ფონზე ხელისუფლება ფსონს მაინც უნგრეთის ლიდერზე დებს

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.