27 პირობა პიტერ მადიარს – რას ითხოვს ევროკომისია 35 მილიარდი ევროს განბლოკვის სანაცვლოდ?

18
ევ­რო­კო­მი­სი­ამ ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ყი­ნუ­ლი 35 მი­ლი­არ­დი ევ­როს განბ­ლოკ­ვის მიზ­ნით პი­ტერ მა­დი­არს 27 პი­რო­ბა წა­უ­ყე­ნა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას Financial Times-ი ავ­რცე­ლებს.
გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უნ­გრე­თის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ევ­რო­კო­მი­სი­ამ პი­ტერ მა­დი­ა­რის პარ­ტია “ტი­სას­თან“ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე და­ი­წყო.
ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ პი­რო­ბებს შო­რის უნ­გრე­თის მიერ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და უკ­რა­ი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­დის.
ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ელი­ან, რომ პი­ტერ მა­დი­ა­რის მთავ­რო­ბა ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის 90 მი­ლი­არ­დი ევ­როს სეს­ხის გა­მო­ყო­ფა­სა და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის ახალ პა­კეტ­ზე და­წე­სე­ბულ ვე­ტოს მოხ­სნის.
ასე­ვე, ევ­რო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ცნო­ბით, 35 მი­ლი­არ­დი ევრო გა­ყი­ნუ­ლია უნ­გრე­თის მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის მიერ აუ­ცი­ლე­ბელ რე­ფორ­მებ­ზე უა­რის, ასე­ვე, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დარ­ღვე­ვი­სა და კო­რუფ­ცი­ის გაზ­რდის გამო.
გა­მო­ცე­მა წერს, რომ გა­ყი­ნუ­ლი თან­ხე­ბის განბ­ლოკ­ვის მიზ­ნით უნ­გრე­თის ახალ მთავ­რო­ბას ისე­თი წარ­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბა მო­უ­წევს, რომ­ლებ­საც ევ­რო­კავ­ში­რი მისი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნევს.