არქივი24 იანვარი, 2025, 14:12
27 იანვარს EU ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლას გაუუქმებს - იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.
„ევროკავშირის ელჩებმა მწვანი შუქი აუნთეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. საგარეო საქმეთა მინისტრები მას ორშაბათს დაამტკიცებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემენ ხმას, თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით წყდება“, - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.