26 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები – ღაზაში ტანჯვა წარმოუდგენელ დონეს აღწევს – შიმშილობის შესაჩერებლად და ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო

ღაზაში ტანჯვა წარმოუდგენელ დონეს აღწევს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას 26 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებს.
„შიმშილობა ჩვენს თვალწინ ხდება. შიმშილობის შესაჩერებლად და ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო. მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უფლება მისცეს. ყველა გამშვები პუნქტი და მარშრუტი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად უნდა იქნას გამოყენებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იაპონიის, ლიეტუვის, ლატვიის, იტალიის, ლუქსემბურგის, მალტის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ.
ასევე, განცხადებას ხელი მოაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ