არქივი23 ოქტომბერი, 2024, 18:36
26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი და მშვიდობა ომზე გაიმარჯვებს – ვარლამ ლიპარტელიანი

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა აქ მყოფი ადამიანი, აცნობიერებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, – განაცხადა „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.
„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც არის მშვიდობის გარანტი. ამას ხალხიც აცნობიერებს და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი და მშვიდობა ომზე გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.