ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე იმუშავებს – კალაძე

26 მარტს თბილისში დაგეგმილი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
კალაძის თქმით, 26 მარტსაც გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რომ რესპუბლიკის მოედანზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩი პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე იხილონ.
26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე იმუშავებს, იმისთვის, რომ დინამო არენასა და რესპუბლიკის მოედანზე მისულ ადამიანებს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ”. – თქვა კალაძემ.
საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 26 მარტს თბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.