პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებია

26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებია

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართება. მეათე ხუთწლიანი ვადისთვის არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მიიღებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ.
70 წლის ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანაში დიდი არეულობა გამოიწვია, თუმცა საპროტესტო აქციები დაარბიეს.
დასავლეთის ქვეყნებმა – აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ სცნეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 1 250 პოლიტპატიმარი იმყოფება, რასაც ლუკაშენკო უარყოფს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.