ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

25%, 40% და 80%-იანი ვარდნაა აქვს კონკრეტულ ბიზნეს სფეროებს - ნათია სხვიტარიძე პოლიტიკის ეკონომიკურ ფასზე

25%, 40% და 80%-იანი ვარდნაა აქვს კონკრეტულ ბიზნეს სფეროებს - ნათია სხვიტარიძე პოლიტიკის ეკონომიკურ ფასზე

"რობიოკოპების შემდეგ უნდა გაკეთდეს ბიზნესების სია, საზოგადოებამ კარგად იცოდეს სად არ უნდა მივიდეს," - ასე ფიქრობს, კომპანია FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე
რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის "სამუშაო შეხვედრაზე" გააჟღერა.
„ბოლო კვარტალში, 25%, 40% და 80%-იანი ვარდნაა აქვს კონკრეტულ ბიზნეს სფეროებს. ეს არის ტურიზმი, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესები, სამშენებლო სფერო, მომსახურების სფერო და ეს სია უსასრულოდ გრძელდება. ეს დაიწყო ივნისიდან.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ უკვე ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, უფრო და უფრო რთული იქნება მაჩვენებლების რეგულირება“, - ამბობს სხვიტარიძე და ამატებს, რომ ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილებაც კი შეუძლებელი ხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.