25 წლის კაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე იძალადა და გააუპატიურა, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს – შსს

პოლიციამ 25 წლის კაცი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ინფორმაციით, კაცმა თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და გააუპატიურა, შემდეგ კი მიიმალა. დაზარალებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, კაცი კი დააკავეს.
შსს ინფორმაციით, კაცი წარსულში ნასამართლევია და ამ ეტაპზე პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში