არქივი20 ივლისი, 2025, 15:37
25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში მცხოვრებ 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კუხეშის ტერიტორიაზე (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ტაქსით მივიდა და მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტზე არ გამოსულა.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი სოფელ საჩინოში, ინწირას სანაპიროზე იპოვეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ზუგდიდში გადმოასვენეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.