ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

25 წლიანი ისტორია და შემოქმედებით მოპოვებული მსმენელის სიყვარული - ანსამბლმა "შვიდკაცამ" იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა

25 წლიანი ისტორია და შემოქმედებით მოპოვებული მსმენელის სიყვარული. ანსამბლმა "შვიდკაცამ" 25 წლის იუბილე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 3 000 კაციანი აუდიტორიის წინაშე აღნიშნა.
საგალობლები, ხალხური და ქალაქური სიმღერები - ქართველმა მუსიკოსებმა ლეგენდარული კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს. გრანდიოზულ კონცერტს თან ახლდა მსმენელის განწყობაც, დარბაზში თავი ყველა ასაკის ადამიანმა მოიყარა.
გრანდიოზული კონცერტის ნახვის საშუალება ერთგულ მსმენელს კიდევ ერთხელ ექნება. ახალი წლის დღეებში მაყურებელი შვიდკაცას კონცერტს "რუსთავი 2"-ის ეთერში ნახავს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.