25 ოქტომბერს, “საქართველოს უნივერსიტეტში” ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნება

საქართველოს უნივერსიტეტი ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით ახალ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს – 25 ოქტომბერს, 10 საათზე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ფარგლებში ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნება.
ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილი იქნება, სადაც უკვე ფუნქციონირებს მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი და ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი.
ჰაბი ინტერდისციპლინური კვლევითი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერთა ძალისხმევას ინოვაციური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით. სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოლეკულურ ინჟინერიაზე, გენომურ მოდიფიკაციებსა და ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კვლევითი პოტენციალის გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას“ — წერია საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებაში
მეცნიერი ცოტნე ჯავახიშვილი -ში შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს