ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

25%-იანი ალბათობაა, რომ პუტინთან შეხვედრა წარმატებული არ იქნება - ტრამპი

25%-იანი ალბათობაა, რომ პუტინთან შეხვედრა წარმატებული არ იქნება - ტრამპი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრის წარუმატებლად დასრულების შანსი 25%-ია.
ტრამპმა პუტინთან მოახლოებულ სამიტს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მეორე შეხვედრისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობა უწოდა.
"ეს შეხვედრა ნიადაგს ამზადებს მეორე შეხვედრისთვის. მეორე შეხვედრა იქნება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამ შეხვედრაზე დაიდება შეთანხმება," – განაცხადა ტრამპმა.
მან ივარაუდა, რომ მეორე შეხვედრის დროს საზღვრებსა და ტერიტორიებთან დაკავშირებით "დათმობები" იქნება. მისი თქმით, პარასკევის შეხვედრა "ჭადრაკის პარტიას ჰგავს. ეს შეხვედრა ნიადაგს ამზადებს მეორე შეხვედრისთვის, მაგრამ 25%-იანი ალბათობაა, რომ ეს შეხვედრა წარმატებული არ იქნება."
ტრამპმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, პუტინი ალასკაზე უკრაინაში ომის დასრულების შესახებ "შეთანხმების მიღწევის განზრახვით" ჩადის.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.