ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

24 წლის კენიელი მსოფლიო ჩემპიონი მორბენალი ავარიაში დაიღუპა

მსოფლიო ჩემპიონი მორბენალი კელვინ კიპტუმი ავარიაში დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა კენიის რეგიონ კაპტაგატში მოხდა.
24 წლის კიპტუმთან ერთად დაიღუპა მისი მწვრთნელი, რუანდელი ჯერვაის ჰაკიზიმანა.
კიპტუმი მსოფლიო სპორტული გამოცემების ყურადღების ცენტრში 2023 წელს მოექცა, როდესაც თავისი თანამოქალაქე, ლეგენდარული მარათონელი ელიოტ კიპჩოგე დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა კიპტუმს ასევე დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი ჩიკაგოს მარათონზე. მორბენალი ფინიშთან 2 საათსა და 35 წამში მივიდა.
კელვინ კიპტუმი კენიის ოლიმპიური ნაკრების განაცხადში იყო და პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობას აპირებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.