ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

24 ქართული კომპანია GULFOOD 2025 – ში მონაწილეობდა

24 ქართული კომპანია GULFOOD 2025 – ში მონაწილეობდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 24 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების უდიდეს საერთაშორისო გამოფენაზე GULFOOD 2025 იყო წარმოდგენილი – ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
„გამოფენა დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა. აღნიშნული საკვები და სასმელი პროდუქტების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა.
GULFOOD ყოველწლიურად 5000-ზე მეტ მონაწილესა და 100 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენაზე ვიზიტორების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.
ქართული დელეგაცია ღონისძიებაზე მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარდგენილი. კერძოდ: თხილი და თხილის პროდუქტები, თაფლი, ყველი, ჩაი, ხილის და ბოსტნეულის წვენები, ხორცპროდუქტები და სხვა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.