23 წლის მეუღლის დაჭრისთვის დაკავებულ კაცს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა

23 წლის მეუღლის დაჭრისთვის დაკავებულ კაცს, ხაშურის სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის უფლებადამცველი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
“კურიერის” ინფორმაციით, ქალს მამაკაცმა, სამზარეულოს ცულით, რამდენიმე ჭრილობა თავის არეში მიაყენა. მოტივი უცნობია. დანაშაული სოფელ შაქშაქეთში მოხდა.
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმე აღძრულია ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი