არქივი12 მარტი, 2025, 11:52
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ბოლო დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ) გათამაშდა.
ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ) უკრაინელი ოლინიკი დაამარცხა და ჩვენს გუნდს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის იჭიდავა სანდრო ყურაშვილმაც (92 კგ), სამწუხაროდ იგი აზერბაიჯანელ ფალავანთან დამარცხდა.
დღეიდან, 12 მარტიდან, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.