23 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში გასამართი არჩევნების შესახებ მოსმენა გაიმართება
23 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში გასამართი არჩევნების შესახებ მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.
მოსმენაზე, რომელსაც ევროპის ქვეკომიტეტი იწვევს საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნების წინ აშშ-ის პოლიტიკას განიხილავენ.
მოსმენაზე მომხსენებლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ჯოშუა ჰაკი და კრისტოფერ სმიტი და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე, ალექსანდრე სოკოლოვსკი იქნებიან.
მოსმენა თბილისის დროით 22:00-ზე დაიწყება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.