ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

22 იანვრიდან, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადი 10,7%-ით გაიზრდება

22 იანვრიდან, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადი 10,7%-ით გაიზრდება

რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადის განაკვეთი 22 იანვრიდან 10,7%-ით გაიზრდება ტონაზე არსებული 4245 რუბლიდან 4699,6 რუბლამდე, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ქერის გადასახადი გაიზრდება 3,101,92 რუბლამდე 2,542,9 რუბლიდან ტონაზე, ხოლო სიმინდზე - 5,041,7 რუბლამდე 4,436,4 რუბლიდან ტონაზე.
განაკვეთები გამოითვლება საორიენტაციო ფასებზე დაყრდნობით: ხორბალი ტონაზე 240 აშშ დოლარი (წინა პერიოდისთვის 240,2 აშშ დოლარი), ქერი 207,6 აშშ დოლარი (204,7 აშშ დოლარი), სიმინდი 234,6 აშშ დოლარი (231,7 აშშ დოლარი).
interfax

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.