ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

21 წლის მათე დევიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა

21 წლის მათე დევიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
დაცვის მხარის დასკვნით სიტყვასა და ბრალდებულის საბოლოო სიტყვას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.