ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

21 მარტს ფეხბურთს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე ვაჩვენებთ – კალაძე

21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე აჩვენებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 21 მარტის მატჩისთვის რესპუბლიკის მოედანზე ძალიან დიდი ეკრანი დავდგათ, სადაც გულშემატკივრებს თამაშის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, ბავშვებისთვის სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, კვების ობიექტები განთავსდება". - თქვა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.
21 მარტს, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.