21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ

21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 21 აპრილის შეხვედრის დღის წესრიგშია ნათქვამი.

„მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ფოკუსით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, ერევანში, სომხეთში დაგეგმილ „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტამდე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე“, – ნათქვამია დღის წესრიგში.

ასევე იგეგმება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და სუდანის საკითხის განხილვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!