ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერლის ხსოვნის პატივსაცემად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ.
„თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.