ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„2050 წლისთვის მსოფლიოში კიბოს შემთხვევები 77%-ით გაიზრდება" - ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ, მისი ონკოლოგიური სააგენტოს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დარეგისტირებული იქნება კიბოს 35 მილიონი ახალი შემთხვევა, რაც 2022 წელთან შედარებით 77%-იან ზრდას ნიშნავს.
სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ჯანმო აცხადებს, რომ ფილტვის სიმსივნე მსოფლიოში კიბოს ყველაზე გავრცელებულ სახეობად იქცა და მასზე კიბოს ახალი შემთხვევების 12,4% მოდის.
მეორე ადგილზეა სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში (11,6%), რომელსაც მსხვილი ნაწლავის სიმსივნე მოსდევს.
რაც შეეხება გენდერულ კუთხეს, ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული სიმსივნე ძუძუს კიბოა, კაცებში კი - ფილტვის.
კიბოს საერთაშორისო კონტროლის კავშირის პრეზიდენტის კერი ადამსის განცხადებით, ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში არსებული მიღწევების მიუხედავად, კვლავ რჩება განსხვავებები კიბოს მკურნალობის შედეგებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებს შორის. ეს განსხვავება კი შემოსავლებზეა დამოკიდებული.
jandacva.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.