„2033 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი ტურიზმის სექტორში იქნება დასაქმებული“ - WTTC-ის პრეზიდენტი
ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin 2024“ საპატიო სტუმრებთან სიტყვით გამოსვლისას, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯულია სიმპსონმა განაცხადა, რომ 2024 წელი მსოფლიო ტურიზმისთვის რეკორდული იქნება.
„შარშანდელთან შედარებით, ძირითად ბაზრებზე, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საბერძნეთი, უკვე ვხედავთ ვიზიტორთა რაოდენობის ორნიშნა ზრდას. ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წელთან შედარებით, წელს უფრო მეტი ამერიკელი მოგზაური ეწვევა გერმანიას. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საბერძნეთსა და პორტუგალიაში ყოველწლიურად 20%-ზე მეტით იზრდება“.
მისი თქმით, 2033 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი ტურიზმის სექტორში იქნება დასაქმებული.
„სულ რაღაც ცხრა წელიწადში, ტურიზმის სექტორზე მოვა გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 11,6% და მომდევნო ათწლეულში ტურიზმის ინდუსტრია ორჯერ უფრო სწრაფად გაიზრდება,“ - აღნიშნა მან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.