არქივი30 აგვისტო, 2025, 16:54
2026 წლის 1 იანვრამდე, ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა ტარიფი ნულოვანი დარჩა

2026 წლის 1 იანვრამდე, ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა ტარიფი ნულოვან დონეზე შენარჩუნდა. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2025 წლის 27 აგვისტოს #28 დადგენილებით დაამტკიცა ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურები. დადგენილების მიხედვით, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა ტარიფი შენარჩუნდა ნულოვან დონეზე.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.