2026 წლის შემდეგ თქვენ ვეღარ ნახავთ პოლიტიკით დაკავებულ ოლიგარქს, ყოფილ პრეზიდენტს, ყველას გავაძევებთ – ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის, კონსტანტინ ზატულუნის განცადებებს უპასუხა, თითქოს მან ალიევისგან 5 მილიარდი დოლარი აიღო მთიანი ყარაბაღის დათმობის სანაცვლოდ.
“რუსეთში არსებობენ გარკვეული წრეები, რომლებიც შემდეგი ლოგიკით ხელმძღვანელობენ: მშვიდობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან მათთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან ამ შემთხვევაში სომხეთი გახდება სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხოლო თუ არსებობს მტრობა, სომხეთი იძულებული იქნება უფრო მეტად ჩაეხუტოს რუსეთს,” – აღნიშნა ფაშინიანმა. “დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, მიხეილ მიშუსტინი და მთავრობის მრავალი წარმომადგენელი ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ,” – ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერმა.
“არჩევნებზე სომხეთის მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ: საკუთარ თვალებს ენდობიან თუ ზატულინის თვალებს. 2026 წლის შემდეგ თქვენ ვეღარ ნახავთ პოლიტიკით დაკავებულ ოლიგარქს, ყოფილ პრეზიდენტს, ყველას გავაძევებთ. 8 ივნისს გავიღვიძებთ ისეთ სომხეთში, რომლის ისტორიაც უერთდება იმ ისტორიას, რომელიც 374 წელს მეფე პაპის მკვლელობით შეწყდა. სომხეთი და სომეხი ხალხი უბრუნდება თავის ისტორიას.” – განაცხადა ფაშინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)