ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2026 წლის საქართველოს ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში გუდაურში გაიმართება

თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სამთო-მოთხილამურეები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც 4-5 აპრილს გუდაური უმასპინძლებს.
ის პრიზიორები, რომლებიც მესტიის, გოდერძის, ბაკურიანის ეტაპებზე გამოვლინდნენ, საქართველოს ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს. შეჯიბრი კუდების ტრასაზე ჩატარდება და მოიცავს სლალომისთვის - 700 მ, გიგანტური სლალომისთვის - 1 კმ დაძლევას, ორ-ორი ცდით. თითო ცდა ჩატარდება ყველაზე უმცროსი ასაკის მონაწილეებისთვის.
ყოველწლიურად, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, M.T.A („ემ თი ეი“) თანაორგანიზებით და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას უზრუნველყოფენ. მასში სპორტული სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ.
ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების ჩატარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უწყობენ ხელს.
R

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.