ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს - ტრამპი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს - ტრამპი

მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხო ადგილია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფიფას” დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს.
„ეს ნამდვილად ერთ-ერთი უდიდესი პატივია ჩემს ცხოვრებაში. ჯილდოების გარდა, მე და ჯანი ამაზე ვსაუბრობდით. ჩვენ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ. კონგო ამის მაგალითია. 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 10 მილიონისკენ ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ფაქტია, რომ ჩვენ შევძელით ამის გაკეთება, ინდოეთი, პაკისტანი, სხვადასხვა ომი, რომელთა დასრულებაც ზოგიერთ შემთხვევაში, მათ დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შევძელით, ზუსტად მათ დაწყებამდე. გვიანი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი მოვაგვარეთ და ჯანისთან ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. ჯანის დიდი ხანია, ვიცნობ. მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. უნდა გითხრათ, რომ ბილეთების გაყიდვების ახალი რეკორდები დაამყარეთ. ვფიქრობ, რომ იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს. რაც მთავარია, მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხო ადგილია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.